100 ათასი ნახვა და ათასობით მოწონება – ქართველი მომღერლების, მალიბუ ტუღუშისა და სოფია სააკაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ალალ მე, ალალ შენ“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში მალიბუ და სოფია გვიზიარებენ და მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიერ შესრულებულ სიმღერას უსმენენ.
„ჩემი და სოფიას დუეტს „Lovers“ უკვე 100K მოსმენა აქვს!!! 💫🎉 ხოდა, ამ ბედნიერებას გიზიარებთ ძველი ვიდეოთი რომელიც არც კი ვიცოდით რომ არსებობდააა 😄 ალალ მე დაა ალალ თქვენ! გვიყვარხართ! მადლობა რომ გვისმენთ!💕💕💕💕“, – წერს მალიბუ ტუღუში.
„ესე დავიწყეთ!!! და მერე სიმღერა “lovers” ით გავაგრძელეთ…100K აქვს უკვე ჩვენს დუეტს ❤️❤️მადლობა რომ ჩვენთან ხართ! 💕“, – წერს სოფია სააკაშვილი.
