2008 წელს ზუსტად ასე ვიყავი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული…პატარკაციშვილმაც დამირეკა მაშინ და მითხრა, ხო გაგაფრთხილე, მოწამვლას გვიპირებენ მე და შენო, – აღნიშნულის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ერთ კვირაში ზუსტად იგივე დიაგნოზით მოკვდა ბადრი პატარკაციშვილი.
“2008 წელს, როცა ავსტრიაში გულზე ოპერაცია დამჭირდა, ქირურგმა მითხრა, რომ ქიმიური ნივთიერებით ვიყავი მოწამლული. მაშინ ხმა არ ამოვიღე, იტყოდნენ, რომ პიარისთვის ვაკეთებდი ამას. ბადრი პატარკაციშვილმაც დამირეკა მაშინ და მითხრა, ხო გაგაფრთხილე, მოწამვლას გვიპირებენ მე და შენო. ერთ კვირაში კი იმავე დიაგნოზით კვდება ბადრი პატარკაციშვილი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ამავე თემაზე:
შალვა ნათელაშვილი: „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის