LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: „ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის

148
შალვა ნათელაშვილი

ხვალ სასამართლოში იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, სასამართლომ, თუ ის სამართალს ემსახურება, უდიდესი უკანონობა უნდა გააუქმოს და პარლამენტის დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნოს.

„სასამართლოში ხვალ იწყება მსჯელობა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული ანტიკონსტიტუციური დადგენილების კანონიერებაზე. მოვუწოდებ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, აიყვანონ მკაცრ მონიტორინგზე მთლიანად პროცესის მიმდინარეობა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვ, იხელმძღვანელონ კანონით, მხოლოდ და მხოლოდ და არა უკვე გაკოტრებული, სანქცირებული ოლიგარქის მითითებით.

როგორც მოგეხსენებათ, გერმანული ფაშიზმის შემდეგ პირველად მოხდა, რომ აკრძალეს პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ სახით და ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი განკარგულებით ამა წლის 15 თებერვალს, რის შედეგადაც ჩვენ წაგვერთვა საპარლამენტო პარტიის სტატუსი, წაგვერთვა კომისიის წევრები 3 800 უბანში, რეკლამის უფლება და ყველაფერი ის, რაც მსოფლიოში ელემენტარულად პარტიას უნდა გააჩნდეს.

ეს ყველაფერი ივანიშვილმა გააკეთა იმ იმედით, რომ იქნებოდა მუდმივი მბრძანებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ წუთისოფელი ძალიან მოკლეა, მათ შორის აი ასეთი სულწასული, მედოლარე ვაი პოლიტიკოსებისთვის და დატრიალდა ჩახი უკუღმა, დღეს უკვე ის ნახევრად სანქცირებულია და პატარა ხელისწაკვრაღა უნდა, რომ პოლიტიკურ ჯოჯოხეთში მოექცეს თავის გუნდიანად, მთლიანად.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხალხის გულებიდან ვერანაირი აკრძალვა ვერ წაშლის, მაგრამ დღეს მთავარია, სასამართლომ მთელი მსოფლიოს დასანახად ეს უდიდესი უკანონობა გააუქმოს და ცნოს არაკონსტიტუციურად, როგორადაც ეს უნდა ქნას სასამართლომ, თუ ის სამართალს ემსახურება და არა თავისი ხელმძღვანელობის დავალებებს. მაგრამ, უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ ხელმძღვანელობის დავალებებს ასრულებს, რადგანაც მარტის აქეთ ველოდებით განხილვის დაწყებას.

სასამართლომ უარი თქვა, შეეჩერებინა პარლამენტის ეს უკანონო დადგენილება, რაც პირველ ეტაპზე აუცილებლად ხდება ასეთი პრეცენდენტების დროს და დღესაც კი დაიწყო განხილვა, მაგრამ როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თვითონაც არ იციან, რადგან ელოდებიან რეჟიმის მითითებებს. დაივიწყეთ მეგობრებო, მატარებელი გავიდა. გუშინდელი დღე დამთავრდა გუშინ, დღეს საქართველოსთვის იხსნება სხვა გზა და იმედია, ამას სასამართლოც გაითვალისწინებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g