ქართველი სპორტსმენი, MMA-ს მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი „რუსთავი 2-ის” ეთერში განვლილ გზას იხსენებს და გვიყვება, როგორ შეძლო იმ წარმატებების მიღწევა, რომელიც დღეს აქვს.
მერაბი რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დაპირისპირებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის უღირსი მებრძოლია.
„2012 წელს ჩამოვედი ამერიკაში და ყველაფრის ნოლიდან დაწყება მომიწია, რადგან არავინ არ მიცნობდა. დარბაზიც კი ვერ ვიპოვე 1 წელი, რომ მევარჯიშა. შესაბამისად MMA-ში ბრძოლებს ვერ ვნიშნავდი და ბოქსში, ან კიგბოქსში მიწევდა გამოსვლა, რაც ჩემი სტილი არ არის. შემდეგ დარბაზი ვიპოვე, მაგრამ მუშაობასთან ერთად ვარჯიში ძნელი იყო. იმედს არ ვკარგავდი და სამუშაოს მერე ვვარჯიშობდი. შემდეგ ჩემი პროფესიონალური დებიუტიც შედგა. დავმარცხდი და პირველი მარცხის შემდეგ აღარ გამოვდიოდი. მხოლოდ ვვარჯიშობდი და ვმუშაობდი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც მიყვარდა და მინდოდა მეკეთებინა. დავბრუნდი არენაზე და რამდენიმე ბრძოლა მოვიგე.
ბავშვობიდან ვოცნებობდი ჩემი ქვეყანა წარმომეჩინა, საქართველოს დროშა მქონდა ყელსაბამზე, რადგან დროშის ტარება აკრძალული იყო, ბრძოლის დროს ვიხსნიდი და მის შემდეგ ვიკეთებდი, ამაზეც მომწერეს რომ ამის უფლებაც არ მქონდა და ვიპოვე გამოსავალი, დავიხატე ჩვენი რუკა დროშის ფორმით გულზე.
პიოტრ იანმა ბრძოლის წინ ხელი არ ჩამომართვა. უღირსად მოიქცა მაშინ, როდესაც მებრძოლები სახით სახის წინ ვდგებით, გვერდზე იყურებოდა, საერთოდ არც შემომხედა, როგორც წესია და მივმართე უცენზურო სახელით, რომ ჩემკენ გამოეხედა. მაგ დროს ყელში მწვდა. მაგის შემდეგ დავრწმუნდი, რომ უღირსია, ბულინგით გამოირჩევა”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ფოტო: როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას