ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.
როგორც ნანუკა აღნიშნავს, მერაბი გააფრთხილეს, რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა მან კი საქართველოს დროშა გულზე დაიხატა.
რუსზე გამარჯვების შემდეგ კი, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით გზავნილებიც გააჟღერა.
„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! კაცს, რომელიც გააფრთხილეს რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა და საქართველოს დროშა გულზე დაიხატა.
შემდეგ რუსი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ კი თქვა, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, არა ომს!
დიდება მერაბს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.