LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „24 წლის ასაკში მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ სხვა მამაკაცთან ურთიერთობა აღარ მექნებოდა” – თათა ვარდანაშვილი

3249
BeFunky-collage - 2023-04-05T003520.297

24 წლის ასაკში მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ სხვა მამაკაცთან ურთიერთობა აღარ მექნებოდა, – აღნიშნულის შესახებ დიზაინერმა თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „ღამის პრაიმ ტაიმი” განაცხადა.

„24 წლის ვიყავი, როდესაც გავხდი დედა, 7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ აღარასდროს გავთხოვდებოდი. ჩემი მეუღლე ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, საკმაოდ წარმატებული მხატვარი, დათო მაღრაძე. სამი წელი საკმაოდ ბედნიერი ცხოვრება მქონდა.

მინდოდა ეს ბედნიერება ჩემთვის შემენახა და სხვა მეტი აღარ მქონოდა. ეს არ იყო იმედგაცრუება, მე ამ სიყვარულს მუდამ თან ვატარებ. 28 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია.

ვფიქრობ, რომ 36-37 წლის ასაკის ზემოთ გემოვნება და შეხედულებები იცვლება. მამაკაცი 40 წლის ზემოთ, თავისზე უმცროსი ქალის ცოლად მოყვანაზე ფიქრობს”, – საუბრობს თათა ვარდანაშვილი.

დღევანდელი გადაცემის თემა იყო: რატომ უჭირთ გათხოვება 40 წელს ზემოთ?, რატომ არის აქტუალური კითხვა – რატომ არ მოგყავს ცოლი?.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები