LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 5-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ახალი ამბების სტუდიიდან მოგესალმებით – ზაალ უდუმაშვილი ტელეეთერს დაუბრუნდა

1192
ზაალ უდუმაშვილი

ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ტელეეთერს დაუბრუნდა. ის „ტვ პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტ ეკო მაღრაძესთან ერთად გაუძღვება.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, დაუბრუნდა იმ პროფესიას, რომელსაც ცხოვრების 25 წელი მიუძღვნა, რადგან თვლის, რომ ახლა სიტყვის და მედიის თავისუფლება უდიდესი საფრთხის წინაშე დგას

„საღამო მშვიდობის! 5-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ახალი ამბების სტუდიიდან მოგესალმებით. თუ მსახიობებს მუდმივად ენატრებათ თეატრის სცენის სუნი, ჩვენ ტელეჟურნალისტებს მუდმივად გვენატრება ეს განათება, ეს სტუდია და ეს კამერა, რომელიც მთავარი დამაკავშირებელი ხიდია ჩვენსა და თქვენს შორის.

უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ტვ პირველის“ გუნდს ძალიან თბილი მიღებისთვის. მე იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელმაც უამრავი სირთულე გადაიტანა და ახლაც ბრძოლის რეჟიმშია. ებრძვიან იმიტომ,რომ ეშინიათ იმ სიტყვის, რომელიც ამ ეთერიდან ისმის.

ზეწოლის და სამართლებრივი დევნის მიუხედავად არამხოლოდ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, არამედ მუდმივად ვითარდება, წინ მიდის და ეს გამოარჩევს მას განსაკუთრებით ქართულ მედიასივრცეში.

მე გადავწყვიტე დავუბრუნდე იმ პროფესიას, რომელსაც ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი, რადგან ვთვლი, რომ ახლა სიტყვის და მედიის თავისუფლება უდიდესი საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები