LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 600-ჯერ შესრულებული ზურიკელას როლი – “ძალიან სასიამოვნო იყო”: ლეო ანთაძე

132
BeFunky-collage - 2022-11-09T004705.108

მსახიობი ლეო ანთაძე “ღამის პრაიმ ტაიმში” საუბრობს, რომ სპექტაკლში ზურიკელას როლი 600-ჯერ ითამაშა.

მისივე თქმით, ეს პროცესი არა რთული, არამედ ძალიან სასიამოვნო იყო.

“ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის. თმა ადრე გამიჭაღარავდა და პარიკს ვიკეთებდი. გასვლითი სპექტაკლი გვქონდა ტყვარჩელში. გამოვედი ქუჩაში და ორი ქალი საუბრობს: რა კარგი სპექტაკლი იყოო. მეორე ეუბნება: ის პატარა ბიჭი არ მოგეწონა, სიამოვნებით ვიშვილებდიო და პირველიც დაეთანხმა. იქვე ვიდექი და კინაღამ ვუთხარი მე ვიყავი მეთქი. იმ პატარა ბიჭის ნაცვლად ჭაღარა ადამიანი შერჩებოდათ ხელში. ხშირად მესიზმრება, რომ ზურიკელას როლს ვთამაშობ, ხან ტექსტი მავიწყდება და ხან რა”, – საუბრობს ლეო ანთაძე.

ამავე თემაზე:

როგორ მეგობრობენ 90 წლის ლეო ანთაძე და 84 წლის მედეა ლორთქიფანიძე: „რამდენჯერ მისესხია ფული ლეოსგან…“

ლეო ანთაძე: „არაჩვეულებრივი იყო ჩემი თაობა და სულ რამდენიმე: თამარ სხირტლაძე, თენგიზ არჩვაძე, მე და ჯემალ ღაღანიძე დავრჩით…“

ვიდეო: ლეო ანთაძის, გივი სიხარულიძისა და ზურა ცინცქილაძის ცეკვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g