რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულ ფილმს „როკი“ გაგრძელება ექნებოდა და მას თავად სილვესტერ სტალონე გადაიღებდა.
74 წლის მსახიობმა, რომელიც „როკის“ წინა ფილმისთვის „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი, თავად დაწერა სცენარი ახალი ფილმისთვის. ამჯერად კი მსახიობმა ფილმის თაყვანისმცემლებს სიურპრიზი გაუკეთა და „ინსტაგრაზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ მიდის ფილმის მონტაჟის პროცესი.
ახალ ვიდეოში სტალონე სტუდიაში იმყოფება, ის თვალს ადევნებს მონტაჟის პროცესს და ჩანს წამიერი კადრი ახალი ფილმიდან. ფანების მიერ დასმულ კითხვაზე, როდის იგეგმება ფილმის პრემიერა, მსახიობს არ უპასუხია. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ფილმს ნოემბერში, „როკის“ 35 წლის იუბილეზე აჩვენებენ.