80-იანი წლების ნოსტალგიური ჰანგები საქართველოში – ამ წუთებში სპორტის სასახლეში ლეგენდარული „რიკი ე პოვერის“ საქველმოქმედო კონცერტი იმართება.
კონცერტს საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ წარმოადგენს.
საქველმოქმედო კონცერტი ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ტარდება.
თინათინი ბერი ანდრიას დედა ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! #რიკიეპოვერითბილისშია
#ბერიანდრიასფონდიPosted by George Zhorzholiani on შაბათი, 12 ნოემბერი, 2022
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების რეაბილიტაციას.