LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმელი რეჟისორის გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

138
363367896_10161116503373281_4771258771453355919_n

10 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, ბათუმელი რეჟისორის (#BIAFF კინოფესტივალის დირექტორი) გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად.

გიორგი გოგიბერიძე უკვე 2 წელია გადის სიმსივნის მკურნალობის კურსს. გაიარა იმუნოთერაპიის ორი ეტაპი, ამჟამად გადის მკურნალობის მესამე ეტაპს. გიორგის დიაგნოზია ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლსა და ფილტვზე.

„ბილეთების შეძენა (ფასი 20 ლარი) შეგიძლიათ ონლაინ გადმორიცხვითაც და ბილეთს ადგილზე მიიღებთ კონცერტის დღეს (დანიშნულებაში ჩაწერეთ “კონცერტის ბილეთი”). გადმორიცხვა შემდეგ ანგარიშზე – GE51BG0000000101454811 (მიმღები ი.მ. „ზვიად ელიზიანი“).

მონაწილეობენ – სოფო ხალვაში , ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე , სულხან დევაძე , გიორგი ტუღუში, ბენდი ორიონი , Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე , ლევან ცხოიძის კვარტეტი და სხვები“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გიორგისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, ექიმების შეფასებით სიტუაცია რთულია, თუმცა, მათი დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას – საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში ვერ ფინანსდება არსებული პროგრამებით.

ამ დრომდე დაზღვევის/სახელმწიფო პროგრამების და ოჯახის/ახლობლების რესურსებით მოხერხდა მკურნალობის დაფინანსება.

სექტემბრიდან აუცილებელი იქნება მკურნალობის ახალი ეტაპის დაწყება, რაც 85,000 აშშ დოლარი ჯდება და ეს წამლები არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს დიდი თანხაა და ოჯახისთვის დამოუკიდებლად ძალიან რთულია ამ თანხის შეგროვება.

აღნიშნული თანხა 1 თვის განმავლობაში უნდა შეგროვდეს.

დახმარების მსურველებს თანხის გადმორიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი  –  GE52BG0000000101613000

მიმღები – ქეთევან ორაგველიძე,  მეუღლე

თიბისი ბანკი –  GE50TB7179145161600003

მიმღები – ქეთევან ორაგველიძე,  მეუღლე

Paypal  –  [email protected]     

GOFUNDME ონლაინ პლატფორმა (გადარიცხვა შესაძლებელია მარტივად VISA / mastercard / Amex -ის გამოყენებით) –  https://www.gofundme.com/f/kindness-is-contagioussikete-gadamdebia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები