81 წლის გიორგი ტაბატაძე ცოლს ეძებს. ამის შესახებ მან გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა და საკუთარი თავი გააცნო პოტენციურ მეუღლეს.
” მე ვარ გოგი ტაბატაძე, საბუთებში გიორგი მიწერია, ისე გოგის მეძახიან. 75 კგ ვარ, 1,75 სმ, ზოდიაქოთი ვერძი ვარ.
ეს მარტოობა ძალიან ძნელი ყოფილა. მეგობარი უწოდეთ თუ გინდათ მეორე ნახევარი, მარტოობას ვეღარ ვიტან.
რამე რომ მომივიდეს? სახლში ძნელია მარტო [ყოფნა].
ორსართულიანი სახლი მაქვს, რვა ოთახია, მყავს ფუტკრები. კარგი სასიძო ვარ, ნაკვეთებიც ბევრი მაქვს, ვისაც მოვეწონები აგერ ვარ.
საჭმელს ვაკეთებ, ყველაფერს..
შეიძლება ზღვაზე წავიყვანო, ხანდახან ტყეში წავიდეთ..”, – ამბობს გიორგი ტაბატაძე.
