LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „9 დღე საკვებისა და წყლის გარეშე“ – ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს

201
Untitled design (1)

ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე იხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები, მოროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.

ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.

კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

? ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე იხსენეს!

კაპიტნის უფროსმა…

Posted by საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia on Monday, 28 August 2023

 

 

 

 

ქართველმა ეკიპაჟმა დღეს ათი მიგრანტის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისაგან! 8 დღის განმავლობაში უწყლოდ და საკვების გარეშე, ნავში შუა ოკეანეში, შეამჩნია ვახტაზე მყოფმა სტარპომმა, თენგო დიასამიძემ! კაპიტნის ალეკო სურმანიძის თანხმობით ამოყვანილ იქნა გემზე, გაუწიეს პირველადი დახმარება და გამოიძახეს მაშველები! მიგრანტები ცდილობდნენ ესპანეთში მოხვედრას, თუმცა დინებამ გაიტაცა და უძლურები აღმოჩნდნენ ზღვის წინააღმდეგ! ვიდეო მოგვაწოდა გიორგი გოგიტიძემ ⚓️ ?️
წარმატებებს და მშვიდობას ვუსურვებთ ჩვენ გმირ მეზღვაურებს ??⚓️?

Posted by მეზღვაურები საქართველოდან Seafarers from Georgia on Sunday, 27 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g