LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 90–იანი წლების ლეგენდარული იაპონური მანქანების შეჯიბრი

314
japancarfridt

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც 1991 წელს იაპონიის ერთ–ერთ ტრასაზეა გადაღებული. ლეგენდარული ავტომობილები ერთმანეთს დრეგ–რბოლაში ეჯიბრებიან.

გასული საუკუნის 90–იან წლებში მთელ მსოფლიოში საავტომობილო ტელე–შოუების პოპულარობის პიკი იყო. ამ დროს იაპონიაში რბოლები ნამდვილ კულტად აქციეს. ამომავალი მზის ქვეყანაში საუკეთესო მრბოლელები და ტექნიკური სპეციალისტები იკრიბებოდნენ, რათა ლეგენდარული ავტომობილებით „ცხელი“ მსვლელობა მოეწყოთ.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ფრაგმენტში სწორედ ეს ეპოქა და უიშვიათესი, მდიდრული სარბოლო ავტომობილებია ასახული. რბოლის მონაწილეთა შორის გამოირჩევა – Ferrari 348 და Testarossa, ასევე Porsche 964, 911 Turbo და 928 GT. შეჯიბრში იაპონია Nissan Skyline GT-R–მა, Honda NSX–მა, ასევე Toyota MR2 GT–მ და Mazda RX-7 FC3S–მა წარადგინა.

სამწუხაროდ, ვიდეოს ფრაგმენტი მხოლოდ იაპონურ ენაზეა შემონახული, თუმცა ტრასაზე წარმოქნილი ემოციების შესაგრძნობად ენის გაგება აუცილებელი სულაც არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g