ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.
სოფიამ სოციალურ ქსელში მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ლაპარაკობს ქართულად მისი რჩეული.
„აბა კარგად გამოსდის?…მალე რა მაგრად ილაპარაკებს ნახეთ”,- წერს სოფია.
საგულისხმოა, რომ სოფიამ ნიშნობის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, მოულოდნელი ნიშნობის კადრები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.
ფოტო/ვიდეო: ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეელ რჩეულზე დაინიშნა