დომენიკ მანგო, რომელმაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შესაძენად თანხის შეგროვება დაიწყო, სოციალურ ქსელში მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე მშობლებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც დომენიკ მანგო წერს, თანხის შეგროვება შეწყდა, რადგან „დედებმა გადაწყვიტეს ბოლომდე სახელმწიფოს დაავალდებულონ მედიკამენტის შეძენა“. დომენიკ მანგოს ინფორმაციით, შეგროვილი თანხა მოხმარდება აქონდროპლაზიით დაავადებული ბარბარეს ოჯახს.
დომენიკ მანგო მადლობას უხდის საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად თანხა ჩარიცხეს.
„მეგობრებო, ჩემო ძალიან მაგარო ადამიანებო, მინდა მოგიხადოთ მადლობა, პირველ რიგში ამ მაგარ ადამიანს, რომელმაც სასოწარკვეთილი, აბღავებული დედები გვნახა კანცელარიის წინ, დამირეკა და მითხრა, რომ მე ამ თანხას ვიშოვი და ბავშვებს მედიკამენტს ვუყიდი. უსწრაფესად დაიწყო თანხის შეგროვება მაგრამ როდესაც მოვიდა ვუთხარი – არა!
ჩვენ ამ მედიკამენტის დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფოსგან გვჭირდება. ეს არ არის ერთჯერადი მედიკამენტი. ეს უნდა გაიკეთონ ბავშვებმა უამრავი წლის განმავლობაში. ამიტომ, სახელმწიფომ ნება იბოძოს და დაგვიფინანსოს მედიკამენტი.
ჩვენ ამ ორგანიზაციაში გვყავს უკიდურესად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი, მრავალშვილიანი დედა და ამიტომ ამ თანხას მას სრულად გადავცემთ და გავახარებთ.
ჩვენ გვინდა სახელმწიფოსგან წამალი, არა ჩვენი მოსახლეობისგან. მოსახლეობა დაგვიდგეს გვერდით, ამათ დასამარცხებლად“, – აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.
თანხის შეგროვება შეწყდა. დედებმა გადაწყვიტეს ბოლომდე სახელმწიფოს დაავალდებულონ მედიკამენტის შეძენა. შეგროვილი თანხა მოხმარდება აქონდროპლაზიით დაავადებული ბარბარეს ოჯახს. ?
Posted by Domenic Mango on Monday, 24 April 2023