LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აბულის მთაზე ცხვრის ფარას მეხი დაეცა – შედეგად, 530 სული ცხვარი დაიღუპა

289
დაქღუპული ცხვრების ფარა

9 აგვისტოს, საღამოს საათებში, აბულის მთაზე ცხვრის ფარას მეხი დაეცა, რის შედეგადაც 530 სული ცხვარი დაიღუპა. დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.

ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად, ამ საძოვრებზე კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება.

საერთო ჯამში, ამ საძოვრებზე 1500 სულ ცხვარს აძოვებენ. ფერმერს მწყემსმა 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკა და აცნობა, რომ მეხმა ფარას ორჯერ დაარტყა და ცხვარი დაეცა. საერთო ჯამში, 530 სული პირუტყვი დაიღუპა, აქედან 160 ნიკოლაის ეკუთვნოდა.

საძოვრები მთაზე სოფელ ტამბოკიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

დღეისთვის ერთი სული ცხვარი დაახლოებით 350 ლარი ღირს.

ნიკოლაი ლევანოვმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებით თხოვნით მიმართა. მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს შეაფასებს.

წყარო: jnews.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g