LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადამიანები, რომლებიც ბათუმის ტრაგედიას გადაურჩნენ: „ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ჩვენი მდგრადი სახლი ჩამოინგრეოდა…“

130
batuminews

„დილა მშვიდობისა საქართველო“ სიუჟეტს გვთავაზობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ბათუმის ტრაგედიას გადაურჩა.

ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ 10 წუთით ადრე გაიარა სახლის წინ: „10 წუთის გავლილი ვიყავი ამ სახლთან… ჩემმა მეგობარმა დამირეკა, შენი ხმა რომ გავიგონე, რა ბედნიერი ვარ, თქვენი სახლი ჩამოიშალაო. ვერც კი მივხვდი, რომელი სახლი ჩამოიშალა, რადგან ვერ წარმომედგინა, თუკი ჩვენი ეს მდგრადი სახლი ჩამოინგრეოდა, სეისმურად გამაგრებული იყო…“

„რამდენიმე წუთის შესულები ვიყავით არკადი ექიმთან… ჩემი შვილი გაიქცა ჩემი მეუღლისა და იოანეს სანახავად, ვნახავ, როგორ არიანო და ვეტყვი, რომ ჩვენც კარგად ვართო, მაგრამ იქ მხოლოდ ჩემი მეუღლე დახვდა, მანქანას კი სინკარი ჰქონდა დაცემული. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ იოანე ცოცხალი იყო, მაგრამ მანქანიდან ვერ გამოჰყავდათ…“, აღნიშნავს პატარა იოანეს დედა, რომელიც საბოლოოდ მანქანიდან გამოიყვანეს და ის თავს კარგად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g