LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს, დროში გაჩერებული მომენტივითაა…” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი ტრაგედიის ადგილიდან

667
BeFunky-collage (13)

პლატფორმა “ქალები საქართველოდან” თანადამფუძნებელი და თანაავტორი მაიკო ჩიტაია ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე ჩამონგრეული კორპუსის ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს ურთავს თან.

“ბათუმის ამ ტრაგედიის შემდეგ პირველად მოვხვდი ამ ქუჩაზე. ეს სახლი ახლა ასე გამოიყურება.

დროში გაჩერებული მომენტივითაა – ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა, დაბრუნდება და გაგრძელდება ცხოვრება

შეჩერებული ადგილიდან: სამზარეულოში ვიღაც შემოვა და სარეცხს გამოიღებს გასაფენად ან ჩაიდანს დაადგამს ჩაის დასალევად.

სახლის ეს ჭრა აუგმენტირებული რეალობასავითაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია თითქოს, რაღაცების გადალაგება, შეცვლა ან

საერთოდაც თავიდან დაწყება.

სინამდვილეში არაფერი აღარ შეიცვლება და გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ რეალობაში ფატალურ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ და

ვიღაცის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ამ სახლის ბინადრების თამაში დასრულებულია.

ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს”, -წერს მაიკო ჩიტაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები