ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ „ადამიანი ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა და რადგან აქამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას“.
როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა, ქართული ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ხალხს სჭირდება.
„არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც გონებას აბინძურებს. ვაჟი და გოგო რომ გეყოლება, გიხარია და შემდეგ, თურმე თვითონ ირჩევს ვინ არის, ბიჭი თუ გოგო. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი, უნდა დაიხუროს ეს თემა ქართველებისთვის, რადგან ეს დიდი სისულელეა. სხვა ქვეყნებში თუ უნდათ იყვნენ მასე, ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. ყველა ლამაზია, ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც, რადგან მსოფლიოში არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო?
სხვაგან არის ასეთი რამ: მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი და ვხედავთ სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კი იფიქრებ, რომ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი.
ამიტომ, ჩვენთან პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, თუ მომავალში მიშას უნდა მოსვლა, უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია.
ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია ეს პოლიტიკოსებიც გაერკვნენ რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ და გვაჩვენონ რა უნდათ, რა არა. იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ მერე ვიღაც სულელებმა რაღაც ახალი არ მოგვიტანონ“, – განაცხადა მეუფემ.