მანანა თოდაძემ „დღის პოსტის“ ეთერში მისთვის განსაკუთრებული აღდგომის დღესასწაული გაიხსენა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის და თემურ წიკლაური ერთ-ერთ აღდგომას ისრაელში, უფლის საფლავზე შეხვდნენ.
„1989 წელს, „ივერია“ დაგვპატიჟეს ისრაელში. მე ეს არასოდეს არ დამავიწყდება.
„აღდგომას მე და თემურ წიკლაური აღმოვჩნდით ქრისტეს საფლავზე, აღდგომა დღე დაემთხვა, ნაკადული მოდიოდა ცრემლების, უფალმა მოგვცა იმის უფლება, რომ აღდგომა დღეს ვყოფილიყავით მის საფლავზე. ეს არ დამავიწყდება სიცოცხლის ბოლომდე…ბავშვებივით, ჩახუტებული ვტიროდით, თემური მეუბნებოდა, ნახე ჩვენ რას ვეღირსეთ, უფალმა უფლება მოგვცა, ჩვენ მის საფლავზე ვყოფილიყავით…“ – აღნიშნა მანანა თოდაძემ.
