ნატუკა გულისაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ონკოლოგიური დაავადების შესახებ საუბრობს.
მსახიობის თქმით, მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, რომელიც საბედნიეროდ დაამარცხა.
„არა. პატარა ხალი მქონდა სახეზე. ვამბობდი საგვარეულოა მეთქი. სულ იზრდებოდა და მეკაწრებოდა. ონკო-ქირურგთან მივედი და ვუთხარი, რომ მოშორება მინდოდა. დამხედა და მითხრა დღესვე გავიკეთოთ ოპერაციაო. მეთქი რა პრობლემაა. მოვიდა ერთი ექიმი, შემდეგ მეორე. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. გამიკეთეს ნარკოზი და მესმოდა – რამხელაა, რა სიღრმეზეა. გამიკეთეს ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ არის აგრესიული სიმსივნე.
მე ძალიან მიყვარდა რუჯი და ის არის პირველი მაპროვოცირებელი. წინა წელს არ წავედი ზღვაზე და ექიმმა მითხრა – შენ რომ მზეზე ყოფილიყავი ეს წავიდოდა ძვალზე და მეტასტაზიც გამრავლდებოდაო.
დამადეს ცხრა ნაკერი. ბაზილიომა არის და დავთესავთო. დავიწყე ჩემი თავის შეყვარება ათმაგად. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი კვირა ჩემ თავს ველაპარაკებოდი. ნერვიულობა და სტრესი არის უარესი“, – ჰყვება ნატა გულისაშვილი.