LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აღუწერელი სიამოვნებაა, როდესაც შვილთან და მეუღლესთან ერთად შეგიძლია იმღერო… კესო ჩემი მთავარი გულშემატკივარია“ – საბა კემულარია

187
საბა კემულარია

მომღერალი, ანსამბლ „ალილოს“ წევრი საბა კემულარია რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის – „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

საბა კემულარიამ „ფორტუნასთან“ ოჯახსა და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა და „ფორტუნას“ მაყურებლისთვის მეუღლესთან – კესო გაფრინდაშვილთან და შვილთან – ნიკოლოზთან ერთად იმღერა.

როგორც საბამ აღნიშნა, მისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეუძლია მეუღლესთან და შვილთან ერთად იმღეროს.

„აღუწერელი სიამოვნებაა, როდესაც შენს შვილთან და მეუღლესთან ერთად შეგიძლია იმღერო.

ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემს შვილს სიმღერა შესძლებოდა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნიკოლოზი მაღალ დონეზე შეძლებს სიმღერას და მას გაჰყვება, ყოველ შემთხვევაში, ნიკოლოზს ამის სურვილი აქვს.

ჩემი მეუღლე – კესო ჩემი მთავარი გულშემატკივარია. ბედნიერი ვარ, რომ ისიც დაჯილდოებულია სიმღერის ნიჭით“, – აღნიშნავს საბა კემულარია.

„საბა ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, ყოველთვის ცდილობს, თავისუფალი დრო ბავშვთან სათამაშოდ გამოიყენოს. ყველაფერში გვერდით მიდგას და მამხნევებს“, – აღნიშნავს საბა კემულარიას მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g