LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აი ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი“ – მარინა ბედოშვილი გია ჯაჯანიძესთან და მოსწავლეებთან ერთად აცეკვდა

1367
Untitled design (2)

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ერთობა და მხიარულობს, დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„მოსწავლეები მეუბნებიან, მარინა მას, „სელებრითი“ ხართ, წამებში იზრდება ლაიქები“ – გაიცანით მასწავლებელი, რომლის ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

მარინა ბედოშვილი, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია მოსწავლეებთან ერთად გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა.

მასწავლებელმა გადაცემაში გია ჯაჯანიძესთან და მოსწავლეებთან ერთად იცეკვა და მაყურებელი გაახალისა.

სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ ქალბატონი მარინა საოცარი პედაგოგია.

„საოცარი ქალბატონი და საოცარი პედაგოგი ❤“, „უსაყვარლესი ქალბატონი ??“, „ყოჩაღ საუკეთესო პედაგოგი ♥️♥️♥️“, „აი ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი.❤️“, „საოცარი პიროვნებაა ?? უდიიდესი პატივისცემა ?❣️“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

იხილეთ ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები