LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი Porsche 911 Turbo S და McLaren 720S ერთმანეთს შეაჯიბრეს

47
porshevsmclrn

Youtube-არხის Carwow-ს ბლოგერებმა მორიგი დუელი გამართეს და ერთმანეთს ახალი Porsche 911 Turbo S და McLaren 720S „დააჯახეს“. ბრიტანული სუპერქარი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია, თუმცა „პორშეს“ სიახლე უფრო თანამედროვეა და 3-ჯერ უფრო იაფიც ღირს.

Porsche 911 Turbo S-ის აქტივში  ახალი 3,75 ლიტრის მოცულობის 650 ძალის 6-ცილინდრიანი ძრავია. აგრეგატი 8-საფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. გერმანული კუპე მხოლოდ 1650 კგ-ს იწონის, რაც კონკურენტზე 230 კგ-ით უფრო მეტია. სუპერქარის ფასი – 154 ათასი ფუნტი სტერლინგია.

McLaren 720 S-ის დებიუტი 2017 წელს შედგა. ბრიტანული სუპერქარი 4,0 ლიტრის V8 თვინ-ტურბო ძრავითაა უზრუნველყოფილი და 720 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 7-დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მოდელის მასა მხოლოდ 1420 კილოგრამია, ფასი კი – 210 ათასი ფუნტი სტერლინგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები