YuMi ახალი თანამშრომელი ბოტია, რომელიც მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციას Junglekeepers-თან ერთად ამაზონის ნაწილის დაცვას ისახავს. ახალი რობოტი იმ ჯგუფების შრომას ამსუბუქებს, რომლებიც ტყეში ახალი მცენარეების დარგვაზე ზრუნავენ.
მისი ორი ფუნქციური მკლავი მსუბუქი მაგნიუმის შენადნობისგან არის დამზადებული, რომელიც პლასტმასის გარსშია მოთავსებული. ის ნიადაგით სავსე კონტეინერში პატარა ხვრელს აკეთებს, მასში თესლს ათავსებს და მიწით ფარავს. ამგვარად, YuMi მოხალისე ადამიანური ძალის ნაკლებობის საკითხსაც აგვარებს.