LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახალი საქართველო დაიბადა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ამ ბავშვებმა გადატეხეს “ – ნანუკა ჟორჟოლიანი

162
2025-03-06_23-47-20_617207

ახალი საქართველო დაიბადა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ამ ბავშვებმა გადატეხეს, – აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც დაპატიმრებული აქტივისტების პროცესს ესწრებოდა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მისი წარმოდგენით და დაჯერებით, ახერხებს ყველა პროცესის გარყვნას და გაფუჭებას.

„დღეს სასამართლო პროცესზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი წარმოდგენით და დაჯერებით, ახერხებს ყველა პროცესის გარყვნას და გაფუჭებას, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა რგოლს მოერგო ის მილიარდი, რომელიც ამ კაცს გააჩნია. ანუ ეს მილიარდი რაღაცნაირი გასაღები აღმოჩნდა, ბევრი ადამიანისთვის. ჩემდა სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებისთვის ახერხებს სასათბურე პირობების შექმნას, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

აი, ეს გაუტეხელი ბაშვები, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ გადავტეხეთ. ახალი საქართველო დაიბადა უკვე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვეღარ მიყვება უკან და მე ვარ ბედნიერი, რომ ეს ამ ბავშვებმა გადატეხეს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g