LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა ინტერვიუს რომ გაძლევთ, შეიძლება ესეც შენიშვნის მიზეზი გახდეს და საერთოდ მომხსნან თეატრიდან“ – რუსთაველის თეატრმა რამდენიმე მსახიობი სპექტაკლიდან ჩახსნა: რას ჰყვება ანა ამილახვარი

214
ანა ამილახვარი

რუსთაველის თეატრმა რამდენიმე მსახიობი სპექტაკლიდან ჩახსნა.

ერთ-ერთი მათგანი ანა ამილახვარია, რომელიც ამბობს, რომ მსახიობებს ასევე გამოუცხადეს შენიშვნაც.

„მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერეთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმრების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან.

დადგენილებაში წერია: „სამმა მსახიობმა თვითნებურად განახორციელა შემდეგი ქმედება, კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური, სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ასეთი ფორმით“

არავითარ აგიტაციას არ ჰქონია აქ ადგილი. ჩვენ რომ მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები ან ვინმეს გადადგომა, კი ბატონო…

ასევე, ჩვენს კოსტუმებში ცვლილება არ შეგვიტანია, როდესაც დასრულდა სპექტაკლი მაშინ გავიხსენით ჩვენ კოსტუმები და დავანახეთ ხალხს ჩვენი პოზიცია. მე არ ვთვლი, რომ თეატრის რეპუტაცია შევლახე, მე პირიქით ვთვლი, რომ შელახული რეპუტაცია აღვუდგინე”. – ამბობს ანა ამილახვარი „ტვ პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g