მომღერალი ბარბარა სამხარაძე იუბილარია. განსაკუთრებულ დღეს ის სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს უზიარებს გამომწერებს, სადაც უახლოესი ადამიანების გარემოცვაში დაბადების დღეს აღნიშნავს, ტორტზე სანთლები ჩააქრო და სურვილებიც ჩაიფიქრა.
ბარბარა კადრებს გულწრფელი და ემოციური სიტყვებით აღწერს, რომლის მიღმაც მისთვის ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობა იკითხება.
„ახლა ის დაბადების დღე თენდება, რომელზეც მთელი 26 წელი ვოცნებობდი 🥰🥰“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
