LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლაც ჩამესმის ყურებში ბავშვების ხმა „დედა არ წახვიდე“.. ჩემ შვილებს წავართვი ბავშვობა.. იავნანას რომ შვილს ტელეფონით უმღერი, კატასტროფაა..“ – ვიკა შენგელია ემიგრაციის სირთულეებზე საუბრობს

175
Untitled design (3)

ემიგრანტი ვიკა შენგელია „მთავარ არხთან“ ემიგრაციის სირთულეებზე და რთულ ყოფაზე საუბრობს, რომელსაც ქართველი ემიგრანტების უმეტესობას საზღვარგარეთ უწევს.

„მახსოვს, 9 წლის წინ, ახლაც ჩამესმის ყურებში ბავშვების ხმა „დედა არ წახვიდე, დედა არ წახვიდე“.. მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. იავნანას რომ შვილს ტელეფონით უმღერი, კატასტროფაა… საუკეთესო წლები გავატარე მათ გარეშე, ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი.

ყველაზე მეტად ვნანობ იმ პერიოდებს, როცა შვილების დაბადების დღეს ვერ დავესწარი და ვერ ვიყავი მათ გვერდით. მაქვს კადრები, როდესაც ტორტის ჩაქრობის დროს ორივე და-ძმა თვალცრემლიანი დგანან და ისე აქრობენ ტორტს.. ვფიქრობ, რომ ჩემ შვილებს წავართვი ბავშვობა და ის საუკეთესო წლები, რაც შვილებთან ერთად უნდა გამეტარებინა, გავატარე ჯოჯოხეთში“, – ამბობს ვიკა შენგელია.

 

? “იავნანას რომ შვილს ტელეფონით უმღერი, კატასტროფაა…” | ვიკა შენგელია

? “იავნანას რომ შვილს ტელეფონით უმღერი, კატასტროფაა… საუკეთესო წლები გავატარე მათ გარეშე, ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი” | ემიგრანტი ვიკა შენგელიას ისტორია

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Saturday, December 2, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები