LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი: ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 95.6 %-ით გაიზარდა

131
ქართველი ემიგრანტები

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია – მიგრაციის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 14.5 პროცენტით გაიზარდა იმიგრანტების რიცხოვნობა და 205 857 ადამიანი შეადგინა.

„ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი,
შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ“, – წერია საქსტატის ანგარიშში.

ამავე მონაცემებით, 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

იმიგრანტების და ემიგრანტების რიცხოვნობა 2023 წელს მოქალაქეობის მიხედვით ასე გამოიყურება:

პოპულარულები