LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ალბათ დამხმარეს ავიყვანთ, მაგრამ 5 თვემდე არ შემეძლო, ტყუპებისთვის სხვას გაეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“ – თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან და ტყუპებთან ერთად „ფორტუნას“ ობიექტივში

957
თამუნა ამონაშვილი

რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკა – „ფორტუნასთორი“ მომღერალ თამუნა ამონაშვილისა და რეჟისორ რეზი არჩვაძის ოჯახს ესტუმრა. წყვილს ახლახან ტყუპები – იონა და მელანია შეეძინა.

„ზღაპარში ვიმყოფები…უფალს, შვილებისთვის, სიხარულის ცრემლებით ვუხდი მადლობას“ – თამუნა ამონაშვილის ემოციური სიტყვები შვილების შეძენის შემდეგ

თამუნა ამონაშვილმა და რეზი არჩვაძემ „ფორტუნასთან“ ტყუპებსა და საკუთარ ემოციებზე ისაუბრეს. ამასთან, როგორც წყვილი აღნიშნავს, ისინი შვილებს ძიძის გარეშე, თავად ზრდიდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დამხმარის აყვანას გეგმავენ.

„ძალიან კარგი ზნის ბავშვები არიან, ფაქტობრივად, არ გაწუხებენ ზედმეტად. მეკითხებიან: „ორი, ერთად, [რთული არ არის]?“, მართლა არ არის რთული, ალბათ იმ ენერგიას, რომელსაც ერთ ბავშვს ახმარ, შემდეგ ანაწილებ…

ახლა ვერ წარმომიდგენია, სხვამ რამე გააკეთოს [ბავშვებისთვის], თან უკვე ძალიან მივეჩვიეთ. ტყუპები 5 თვის გახდნენ, ალბათ დამხმარეს ავიყვანთ, ამაზე ვიფიქრებთ, მაგრამ 5 თვემდე ნამდვილად არ შემეძლო სხვას გაეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“, – აღნიშნავს თამუნა ამონაშვილი „ფორტუნასთან“.

„შვილებს პირველ რიგში უნდა ვასწავლო უფლის სიყვარული, ადამიანების მოყვასის, სამშობლოს სიყვარული … უფალს ვთხოვ, მომცეს ამის ძალა“ – თამუნა ამონაშვილი „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ დედობის შესახებ საუბრობს

„სულ ვტრიალებ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია“ – თამუნა ამონაშვილი დედობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g