,,დიდი სცენის” მეორე სეზონის პირველი ლაივშოუ ეთერში უკვე გავიდა. ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ალბინა ჯანელიძემ, რომელმაც კასტინგზე მაყურებელს თავი ექსპრესიული შესრულებით დაამახსოვრა, ამ მხრივ იმედი ახლაც არ გაუცრუა ჟიურის წევრებსა თუ მსმენელს.
ალბინამ, ბენდის თანხლებით, “თეთრი ვარდების” ახალი ინტერპრეტაციით შესრულება შემოგვთავაზა.