ერთი თვის წინ, 20 ,,გრემის” მფლობელმა არტისტმა, ტონი ბენეტმა განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს. 95 წლის ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი მრავალწლიან შემოქმედებას ლედი გაგასთან ერთობლივი ალბომით, Love For Sale აგვირგვინებს. მათ ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ.
მუსიკა, როგორც მკურნალი – ლედი გაგამ და 95 წლის ტონი ბენეტმა ახალ სიმღერა გაავრცელეს
სულ ცოტა ხნის წინ 35 წლის ლედი გაგამ ტონისთან უკანასკნელი დუეტის „თიზერი“ გაავრცელა. ისინი სტუდიაში არიან და რეტრო სიმღერას ასრულებენ.
„მორიგი სიმღერა ალბომიდან Love For Sale, ის 17 სექტემბერს გამოვა“, – წერს მომღერალი.
როგორც ცნობილია, ტონი ბენეტს „ალცჰაიმერის“ დაავადება აქვს, აღნიშნული დაავადებით ის უკვე 5 წელია იტანჯება, ახლა კი მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა, როგორც ხედავთ არტისტი მაინც შეუდარებლად მღერის.
ალცჰაიმერის დიაგნოზის გასაჯაროვების შემდეგ 94 წლის ტონი ბენეტი პირველად გამოჩნდა