წლის დასაწყისში, ტონი ბენეტის მეუღლემ განაცხადა, რომ მუსიკოსს ალცჰაიმერის დაავადება აქვს. როგორც ირკვევა, 20 ,,გრემის” მფლობელი არტისტი ამ დაავადებით უკვე 5 წელია იტანჯება, ახლა კი მდგომარეობა გაუარესებულია, ის უკვე ნივთებს ვეღარ ცნობს და ვერ ხვდება, თუ სად იმყოფება.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არტისტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის 54 წლის მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკის პარკში სეირნობისას გადაიღეს.
ცნობისთვის, მიუხედავად ასეთი დიაგნოზისა, ბენეტი მუსიკალურ კარიერას არ წყვეტს. აღსანიშნავია, რომ ის ლედი გაგასთან ერთად მალე ახალ ალბომს გამოუშვებს, მუსიკოსებმა ის 2018-2020 წლებში ჩაწერეს.