ჯეიმს ბლანტისა და გასულ კვირას გარდაცვლილი მსახიობის, ჰეიდენ პანეტიერის 2009 წელს გადაღებულმა ფოტოებმა ინტერნეტში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.
კლიჩკო ყოფილი ცოლის, ჰაიდენ პანეტიერის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ დუმილს არღვევს
კადრებში ბლანტი და პანეტიერი საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმყოფებიან. მათთან ერთად ფოტოზე მსახიობი, ჯასტინ ლონგი და დიანა ჯენკინსიც ჩანან.
მეორე დღეს გადაღებულ სხვა ფოტოებში ბლანტი და პანეტიერი მეგობრებთან უკვე ერთად იახტაზე იმყოფებიან. ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პანეტიერის მემუარებში აღწერილი ერთი ისტორია სავარაუდოდ ბლანტს უკავშირდება.
მსახიობი წერს, რომ 18 წლის ასაკში მეგობარმა სუპერ-იახტაზე წაიყვანა, სადაც ის 30 წელს გადაცილებულ, ბრიტანელ მომღერალსა და სიმღერების ავტორს უნდა შეხვედროდა. პანეტიერის მონათხრობის მიხედვით, ის ერთ-ერთ კაიუტაში შევიდა, სადაც მას ეს მამაკაცი საწოლში შიშველი დახვდა. მემუარებში მუსიკოსის სახელი არ არის მითითებული.
სწორედ ამ დეტალმა და 2009 წელს ბლანტისა და პანეტიერის ერთად გადაღებულმა ფოტოებმა ინტერნეტში ვარაუდების ტალღა გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილმა ივარაუდა, რომ მემუარებში ნახსენები უცნობი ბრიტანელი მომღერალი სწორედ ჯეიმს ბლანტი იყო.
აღსანიშნავია, რომ არტისტის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორაციას კატეგორიულად უარყოფენ.
ჯეიმს ბლანტი შავი იუმორით სავსე ახალი საზაფხულო სინგლით დაბრუნდა
