LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს ბლანტი შავი იუმორით სავსე ახალი საზაფხულო სინგლით დაბრუნდა

115
photo-collage.png (70)

ჯეიმს ბლანტმა 2023 წლის ალბომის შემდეგ, პირველი ახალი ჩანაწერი წარადგინა. ნამუშევარი, რომელსაც Tastes Like Summer ჰქვია, მზიან ჟღერადობასა და მომღერლისთვის დამახასიათებელ უცნაურ იუმორს აერთიანებს.

ბრიტანელმა მუსიკოსის თქმით, სიმღერა ზაფხულის დღეებისა და ვინმეს მიმართ ლტოლვის სიხარულს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ტრეკის კლიპმა, რომელიც იბიცაზე გადაიღეს. ვიდეო შთაგონებულია კინოსტუდია – A24-ის საშინელებათა ფილმებით.

მუსიკალური რგოლი თავიდან ჩვეულებრივი, რომანტიკული საზაფხულო ისტორიასავით იწყება, თუმცა შუა ნაწილში სიუჟეტი მკვეთრად იცვლება. სიმღერის ტექსტიდან ფრაზას – შენი კანი ზაფხულის გემოს ჰგავს, არტისტი პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს. კლიპი სრულდება სადილის სცენით, სადაც შემსრულებელი თავის პარტნიორს მიირთმევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები