LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ხელისუფლებაზე სასტიკი, არცერთი რეჟიმი არ ყოფილა, მათ შორის ასლან აბაშიძის რეჟიმიც კი… შეიძლება ყველა დაგვაპატიმრონ, მაგრამ როგორც დაგვაპატიმრებენ ისე გაგვათავისუფლებს ის ხალხი, რომელიც გადააგდებს ამ რეჟიმს“ – ნინია კაკაბაძე

157
ნინია კაკაბაძე

„ეს არის უკვე რეალობა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე დამყარდა დიქტატურა“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

კაკაბაძემ გადაცემაში ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამ ხელისუფლებაზე სასტიკი, არცერთი რეჟიმი არ ყოფილა, მათ შორის ასლან აბაშიძის რეჟიმიც კი“:

„მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება“ – ნინია კაკაბაძე

„მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება“ – ნინია კაკაბაძე

„ეს არის უკვე რეალობა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე დამყარდა დიქტატურა… ჩვენ დისციპლინირებულად უნდა მივდიოდეთ წინ და ვიყენებდეთ ახალ ახალ ხერხებს. ახლა, ახალ ფაზაში გადავედით, ვართ ევროპელები და სწორედ პროტესტის ამ გამოცდილ ფორმას ვსწავლობთ, რადგან სამწუხაროდ ჩვენ საბჭოთა კავშირის წარსული გვაქვს და ახლა ვიდგამთ ფეხს აქაც.

გვაქვს ძალიან დიდი წარმატება და ასეც უნდა გავაგრძელოთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, კი შეიძლება ყველა დაგვაპატიმრონ, მაგრამ როგორც დაგვაპატიმრებენ ისე გაგვათავისუფლებს ის ხალხი, რომელიც გადააგდებს ამ რეჟიმს, არ გვეშინია… ამ ხელისუფლებაზე სასტიკი, არცერთი რეჟიმი არ ყოფილა, მათ შორის ასლან აბაშიძის რეჟიმიც კი…“ – განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„მზია ამაღლობელის პატიმრობა იქნება უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა“ – საია-ს მიმართვა სასამართლოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g