მომღერალი ლოლა წერეთელი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, საკუთარი აუდიტორიის წინაშე ცოტა ხნის წინ წარდგა.
მომღერალმა სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და საკუთარ გამოცდილებაზე არაერთ გადაცემაშიც ისაუბრა.
ლოლა წერეთელი სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას ხშირად სტუმრობს და ტრადიციულად, მსმენელს საკუთარი შესრულებითაც ანებივრებს.
მან „დღის პოსტის“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდში სტუმრობის დროს სიმღერა „სახლში წაგიყვან“ შეასრულა და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან სოციალურ ქსელში არაერთი კომპლიმენტიც მიიღო. „ამ სიმღერას თქვენსავით კარგად ვერავინ მღერის“, „საოცარი ქალბატონი ხართ“, „ძალიან კარგი შესრულება“ – აღნიშნავენ მოქალაქეები კომენტარებში.
ვიდეო: ლოლა წერეთლის ახალი შესრულება: „მიყვარს მისი სიმღერები…“
„60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი…“ – რას ნანობს ყველაზე მეტად ლოლა წერეთელი