LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცრემლი ვერ შევიკავე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე. ბედნიერებისგან ვტიროდი. ჩვენი ისტორია ბევრმა იცის და ხვდებით, რასაც ვგულისხმობ…“ – ლევან წვერავა მომენტზე, როდესაც ვაჟი პირველად დაინახა

891
page

დუეტ „ლეონის“ წევრი ლევან წვერავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როდის მოადგა თვალზე ცრემლები:

„ბანალურიც არის და ცხოვრებისეულიც, ცრემლი ვერ შევიკავე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე. ბედნიერებისგან ვტიროდი. გულიც სავსე მქონდა ემოციებისგან და ეს გარეგნულადაც მეტყობოდა. ნინის ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, მაშინაც დიდი ემოცია იყო, თუმცა სხვაობა ისაა, რომ როცა ამის შესახებ შევიტყვე, იმ წამს ბოლომდე ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ჩვენი ისტორია ბევრმა იცის და ხვდებით, რასაც ვგულისხმობ (ლევანისა და ნინის წყვილს წლების განმავლობაში შვილი არ ჰყავდა – რედ.შენ.), მერე რო დავფიქრდი და გავცნობიერე, რა თქმა უნდა,ა მას უცრემლოდ არ ჩაუვლია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g