LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ იმდენი ვიტირე“ – ვინ არის ნუცა თოფურიას მთავარი გულშემატკივარი და რამ აატირა მომღერალი

492
ing (4)

მომღერალმა ნუცა თოფურიამ ცოტა ხნის წინ გულშემატკივარი კიდევ ერთი ახალი ნიჭით მოხიბლა – მეგაშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნუცამ საკუთარი საცეკვაო შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინა და მეწყვილესთან ერთად, მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი ნომერი შესთავაზა.

ვიდეო: „უმაგრესი შესრულება იყო.. აი ტემპერამენტი!“, „უკვე გამარჯვებულები ხართ“ – ბრწყინვალედ შესრულებული „ტანგო“, რომლითაც ნუცა თოფურიამ და იაკობ ყუფუნიამ სცენაზე ცეცხლი დაანთეს

რა გზა გაიარა ნუცამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალამდე, რა აღმოაჩენინა საკუთარ თავში პროექტმა და ვინ იყო მისი მთავარი გულშემატკივარი – მომღერალი ყველაზე ემოციურ მომენტებს იხსენებს რადიო „ფორტუნას“ რუბრიკაში „ფორტუნასთორი“.

„ძალიან რთულია, ვთქვა, ვინ იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ბებო, რომელიც „ლაივებზე“, სამწუხაროდ, ვერ მოდიოდა.

ოჯახის წევრები მიგზავნიდნენ ვიდეობს – როგორ იღებდა ტელეფონს და მირეკავდა, როგორ მგულშემატკივრობდა..

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ იმდენი ვიტირე.. დიახ, ვენერა ბებო იყო ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარი“, – ამბობს ნუცა თოფურია.

 

ნუცა თოფურია პირად ცხოვრებაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, რუბრიკაში

? „ეს ამბავი ზღაპარივით დაიწყო, როგორც მეუბნებიან, მსახიობიც ვარ, წინ ძალიან კარგი სიახლეებია“ Nuca Topuria

„მე და გია ყანჩელს განსაკუთრებული ისტორია გვაქვს, ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით“ ✨

„ბებო ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარია“

ნუცა თოფურია პირად ცხოვრებაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, რუბრიკაში #ფორტუნასთორი #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 26 იანვარი, 2024

 

ვიდეო: „მეუბნებიან, რომ ვარ ბუნებრივი.. გადაწყვეტილება რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა იყო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოსვლა“ – ნუცა თოფურია

ვიდეო: „მიეცით თასი და გაუშვით სახლში“, „საუკეთესოები საუკეთესოთა შორის!“ – ნუცა თოფურიას და იაკობ ყუფუნიას „სამბამ“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა

ვიდეო: „ცეკვით მოთხრობილი ამბავი! ბრავო!“ – ნუცა თოფურიას, იაკობ ყუფუნიასა და სალომე ფაჟავას მიერ შესრულებული „კონტემპორარი“

ვიდეო: „ყველაზე შოკი ფაქტი ისაა, რომ არასდროს გიცეკვია…“ – ნუცა თოფურიას ვენური ვალსი იაკობ ყუფუნიასთან ერთად

ვიდეო: „სუპერ წყვილი, სუპერ ცეკვა“ – ნუცა თოფურიას და იაკობ ყუფუნიას შესრულებული „ჯუთა“ და აღფრთოვანებული მაყურებელი 

ვიდეო: „უბრწყინვალესი შესრულება, საუკეთესო წყვილი ხართ“ – ნუცა თოფურიას და იაკობ ყუფუნიას შესრულებული „ტანგო“ ფილმიდან „მისტერ და მისის სმიტები“და აღფრთოვანებული მაყურებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები