ისრაელში შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამო შედგა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღნიშნულ საღამოს ეხმაურება დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„აი რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ამდენი კილომეტრის მოშორებით ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში, რომ დაგიდგება რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო რამეზე
ოქროს ადამიანები ხართ სიყვარულით და სითბოთი სავსე. მიყვარხართ გულით სულით.
მადლობა სიყვარულისათვის და მეგობრობისათვის,“ – წერს ირაკლი ქოქრაშვილი.
ცნობისთვის, დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად, 8 სექტემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.