პატარა მსახიობის, ნუცა ფრუიძის სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქუთაისში მცხოვრებ 11 წლის პაროდისტს საზოგადოება „მასწავლებლების პაროდიებით“ იცნობს.
ვიდეო: „მედეა ყიფიანის გაკვეთილი“ – ნუცა ფრუიძე მორიგ ვიდეოში „ახალი გეგმებით მოვიდა“
პატარა მსახიობის და მისი უფროსი კოლეგის, ნატუკა გულისაშვილის ტანდემი, გადაცემაში „პოსტ ალიონი“ შედგა:
„ამომივარდი გულიდან“ – უთხრა ნუცამ ნატუკა გულისაშვილს.
„ნუცა შენ ხარ უკვე მსახიობი, პოზიტიური და საოცრება გოგონა, უნიჭიერესი მიყვარხარ… რამდენი ადამიანს ვხედავ ამ პატარა გოგონაში… ღმერთო როგორ მიყვარს ეს ბავშვი… უნიჭიერესი“- წერენ სოციალურ ქსელში.
🔵 როგორ ინაწილებენ როლებს პატარა მსახიობი, ნუცა ფრუიძე და მისი უფროსი კოლეგა, ნატუკა გულისაშვილი
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024