LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანა წითლიძემ პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში მეგრულად ისაუბრა – „პატონ დო ოსურ პატონ დეპუტატეფ, პატონ პარლამენტიშ დუდმახვენჯი…“

248
Capture

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენის და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში მეგრულად ისაუბრა და გამოსვლისას განმარტა, რომ აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.

ანა წითლიძის თქმით, მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურ ენები გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

„ბედნიერი ვარ რომ დღეს ჩემი ინიციატივით მეგრულ და სვანურ ენებზე შედგა დებატები. პირველად საქართველოს ისტორიაში. რინა მარგალურ, შონურ, ლაზურ დო წოვა თუშურ ნინებს!” – დაწერა ანა წითლიძემ ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები