მსახიობი ანი ბებია „ტიკ-ტოკზე“ გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს სახლს და როგორ საქმიანობს, როგოც დიასახლისი.
ანი ბებიას და ილო ბეროშვილს ორი შვილი ჰყავთ.
მსახიობი წერს, რომ ახლა დეპრესიული პერიოდი აქვს:
„მოგესალმებით დეპრესიული პერიოდიდან, ღაბაბთან და დასალაგებელ სახლთან ერთად. ვინ არ ყოფილხართ ასე? არაფრის მთქმელი, მაგრამ ყველაფრის მთქმელი ვიდეოების სერიიდან.“
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს კომენტარებში ბევრი ეხმაურება, რომელიც თავს ზუსტად ისევე გრძნობს, როგორც ანი:
„პატარების გამო ვაკეთებ ძალით, რომ შემეძლოს, საწოლიდან არ ავდგები არც საჭმელად, არც დასაბანად და არც ტუალეტისთვის, ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, მამის დაკარგვამ ბოლო მომიღო…“
„აგვისტოდან მოყოლებული მასე ვარ არაფერი არ მინდოდა მხოლოდ წოლა ძილი სულ მეტირებოდა ენერგია 0… არის დეპრესიული ფონი, რა თქმა უნდა, როდესაც ხდება მენტალური და ფიზიკური გადაღლა, ამ დროს ორგანიზმი უარს ამბობს აქტივობაზე და უნდა მეტი ძილი და მოდუნება…“