LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანიტა რაჭველიშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამღერდა: „მომენატრა ეს საოცარი გოგო…“

202
ანიტა

ანიტა რაჭველიშვილი დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ სცენას და ხმის ჩამწერ სტუდიას დაუბრუნდა.

მან ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავისი ბრწყინვალე ხმით გვატკბობს.

 

 

Happy Birthday Saint-Saëns ❤️

Posted by Anita Rachvelishvili on Monday, 9 October 2023

 

„რანაირი ხარისხიანი და მდიდარი ხმა აქვს ოქროს ანიტას“;

„საოცრება“;

„მომენატრა ეს საოცარი გოგო“, წერენ კომენტარებში.

გარკვეული პერიოდის წინ ანიტამ საზოგადოებას ამცნო, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა:

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობა უარესდებოდა და ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პატარა ანგელოზისთვის, ოპერისა და იმ სიყვარულისთვის, რაც იმისთვის მაქვს, რასაც ვაკეთებ. ივნისის ბოლოს გაჩერებამ მომიწია, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდის ზედამხედველობით გავდივარ მკურნალობას და ძალიან მალე დავუბრუნდები სცენას!..

ანიტა რაჭველიშვილი: „მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა…“

ანიტა რაჭველიშვილი: „სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები