ცნობილი დიზაინერი მაკა კვიციანი იუბილარია. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, დაბადების დღის აღსანიშნავად მაკას მეგობრებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს.
ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი და უახლოესი მეგობრები დიზაინერს სახლში მოულოდნელად ეწვივნენ და დაბადების დღე მოულოცეს.
როგორც ირკვევა, ეს სიურპრიზი მაკა კვიციანისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.