ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლის, შაკო ნათენაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარს უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იძიებს. სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შაკო ნათენაძე, გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ნათენაძეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები საჯაროდ გავრცელებული სტატუსებით ემშვიდობებიან.
ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი შაკო ნათენაძის მიერ შესრულებული სიმღერის კადრებს აქვეყნებს და მას ემოციურად ემშვიდობება:
„შეხვედრამდე შაკო! არავის შერჩება ის არაამქვეყნიური სისასტიკე, რისთვისაც გაგიმეტეს!
დაგპირდი, რომ ჩემს გამომწერებს აუცილებლად გავაცნობდი შენს შემოქმედებას, თუმცა უკეთესი ვიდეოს გეგმა გქონდა – არ მჯერა, რომ ეს აღარასდროს მოხდება. შეხვედრამდე მეგობარო!“, – წერს უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში.
🥺🖤 შეხვედრამდე შაკო! 🥺 არავის შერჩება ის არაამქვეყნიური სისასტიკე, რისთვისაც გაგიმეტეს! დაგპირდი, რომ ჩემს გამომწერებს აუცილებლად გავაცნობდი შენს შემოქმედებას, თუმცა უკეთესი ვიდეოს გეგმა გქონდა – არ მჯერა, რომ ეს აღარასდროს მოხდება. 🖤 შეხვედრამდე მეგობარო! 🥺
Posted by უჩა პირმისაშვილი / Ucha Pirmisashvili on სამშაბათი, 13 მაისი, 2025
„აქაც მღეროდა თურმე შაკო. რანაირი საოცარი ბიჭი იყო… გული ჩაგვწყვიტა ყველას“, – წერს ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი ეკო ფანგანი.
აქაც მღეროდა თურმე შაკო 💔 რანაირი საოცარი ბიჭი იყო… 😞 გული ჩაგვწყვიტა ყველას 😞 Shako Natenadze 💔
Posted by Ekaterina Pangani on ორშაბათი, 12 მაისი, 2025
შაკო ნათენაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მისმა ძმამ, ლაშა ნათენაძემ გაავრცელა.
როცა სამუშაოდ წამსვლელებს დედა კამერით დაგვსდევს 😁 ნათელი შენს ლამაზ სულს! ღიმილა ბიჭი! 🧡 გასვენება ხვალ, 13:00 -ზე. თბილისის ზღვის სასაფლაო. https://maps.app.goo.gl/57cr9TsQQwsUFUJx8?g_st=ic
Posted by Lasha Natenadze on ორშაბათი, 12 მაისი, 2025