მსახიობ მაკა ძაგანიას გადაცემა „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა, სადაც მსახიობმა საკუთარ იმ გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრა, რომელიც საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადასვლას უკავშირდება.
მაკა ძაგანიას თქმით, მარტყოფის აგარაკებზე საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მან და მისმა მეუღლემ პანდემიის დროს მიიღეს.
ვიდეო: მაკა ძაგანია ქმართან და შვილთან ერთად დაბადების დღეს საკუთარ ვენახში აღნიშნავს
ვიდეოში ჩანს, როგორ ატარებს მხიარულად დროს და ცეკვავს მაკა ქმარ-შვილთან ერთად, ვენახში.
„აქაურობას ისე შევეჩვიე, ქალაქში ვეღარ ვძლებ, თბილისში დარჩენას ვეღარ ვეგუები. ის დღე, როდესაც თბილისში მივდივარ, ჩემთვის ტანჯვაა.
თაბუკაშვილის ქუჩაზე, გამონაბოლქვში გაზრდილი ადამიანი აქ რომ ჩამოვედი, სუფთა ჰაერს რომ შევეჩვიე, სადმე მანქანა რომ ჩაივლიდა ვამბობდი: „მანქანამ ჩაიარა, ნახე, რა სუნი დგას?…“, – ამბობს მსახიობი.
ამავე გადაცემაში, მაკა ძაგანია აცხადებს, რომ ვენახს უვლის, რაც მისთვის კარგი თერაპია აღმოჩნდა.
„წელს ბოსტანი ძალიან გამიფუჭდა, შეიძლება იმიტომ რომ ყურძენს უფრო გადავყევით, მაგრამ წინა წელს, ისეთი ბოსტანი მქონდა და იმდენი პომიდორი მოყვანილი, საწებელს ჩემით ვაკეთებდი ხოლმე… მიწათმოქმედებაში ყველაფერი ძალიან მომწონს, ვაზთან, ხეხილთან, ბუნებასთან [ურთიერთობაზე] ვგიჟდები…“