LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ დაიჯერებთ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ“ – რა კადრებს გვიზიარებენ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები

141
გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე

სამეჯლისო ცეკვებში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები, გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე რომლებმაც ამერიკის, ბულგარეთის, გერმანიის და ჩეხეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ემოციურ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებენ:

„არ დაიჯერებთ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ“ – ამბობენ მოცეკვავეები ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, სადაც საქართველომ უკვე მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები